მოქალაქეთა საყურადღებოდ!
2016 წლის 15 ოქტომბრამდე რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციაში საკონსულო საკითხებზე მოქალაქეთა მიღება განხორციელდება როგორც ცოცხალი რიგის პრინციპით, ასევე www.geoconsul.gov.ge რეგისტრაციის საშუალებით.
მიღებისას პრიორიტეტი მიენიჭება www.geoconsul.gov.ge დარეგისტრირებულ მოქალაქეებს (ვიდეო ინსტრუქცია რეგისტრაციისათვის იხ. https://geoconsul.gov.ge/ka/video?id=Video_Citizenship)
2016 წლის 15 ოქტომბრიდან მოქალაქეთა მიღება განხორციელდება მხოლოდ www.geoconsul.gov.ge რეგისტრაციის საფუძველზე.
სატელეფონო კონსულტაცია საკონსულო საკითხებზე შეგიძლიათ მიიღოთ სექციის შემდეგ ტელეფონებზე:
+7 926 851 62 12 (საკონსულო საკითხები) 14:00-დან 18:00-მდე
+7 495 691 13 59 (საკონსულო საკითხები) 14:00-დან 18:00-მდე
+7 926 926 27 40 (24 საათიანი ცხელი ხაზი. საქართველოს მოქალაქეთათვის ფორსმაჟორულ სიტუაციებში)
+7 495 691 21 36 ფაქსი
ელ-ფოსტა moscow.con@mfa.gov.ge www.russia.mfa.gov.ge www.geoconsul.gov.ge
მიღების საათები და დღეები
საკონსულო საკითხებზე მოქალაქეთა მიღება წარმოებს ყოველ დღე შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო (უქმე) დღეების გარდა.
მოქალაქეთა მიღება წარმოებს 10:00-დან 13:00-მდე
მისამართი: 121069, რუსეთის ფედერაცია, ქ. მოსკოვი, მალი რჟევსკის შეს.6
მოქალაქეობის საკითხები
საკონსულო საქმიანობის დროებითი შეზღუდული სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე მოქალაქეობის საკითხებზე მომსახურება დროებით შეჩერებულია.
სავიზო ინფორმაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოში ამოქმედდა ახალი სავიზო პოლიტიკა. განისაზღვრა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს (მოქალაქეობის არმქონე პირებს) მოკლევადიანი ვიზიტების შემთხვევაში, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ვრცლად სავიზო რეგულაციებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge.
უცხოელს მოკლევადიანი ვიზის საფუძველზე შესაძლებლობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში. საქართველოს გრძელვადიანი ვიზა გაიცემა 90 დღის ხანგრძლივობით და არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების წინაპირობა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქმედებს ვიზის გაცემის ელექტრონული სისტემა, რომლის განაცხადიც შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ მისამართზე: www.evisa.gov.ge
საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, დაინტერესებული პირის მიერ უარის გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან ერთი 1 (ერთი) თვის ვადაში.
იხილეთ სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის ფორმა.
უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა - 100 კითხვა ახალ კანონთან დაკავშირებით.
საკონსულო მომსახურების შესახებ სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდზე https://www.geoconsul.gov.ge