საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

 

მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს ინტერესების სექციაში მოქალაქეთა მიღება განახლდება 2020 წლის 15 ივნისს.

კორონავირუსის (COVID-19-) პანდემიასთან დაკავშირებითსაზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები და საკონსულო დაწესებულებები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ, რაც ითვალისწინებს ადგილზე (უშუალოდ საკონსულო დაწესებულებაში) მომსახურების შეზღუდვებს.

  • აღნიშნული შეზღუდვები არ ეხება იმ საკონსულო მომსახურებებს, რომელთა მიღებაც შესაძლებელია დისტანციურად. ინფორმაცია დისტანციური მომსახურების შესახებ განთავსებულია www.geoconsul.gov.ge
  • გადაუდებელ და საგანგებო შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეუნდა დაუკავშირდეს საკონსულოს.

          ტელ.: +7 926 926 27 40; +7 495 691 13 59. ელ. ფოსტა: [email protected]

  • საფოსტო გზავნილების მეშვეობით დოკუმენტების მიღება გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში.

იმ შემთხვევაში, თუ საკონსულოსთან კომუნიკაციის შედეგად წარმოიშვა საქართველოს მოქალაქის საკონსულო დაწესებულებაში გამოცხადების გადაუდებელი აუცილებლობა, ამოქმედდება მომსახურების შემდეგი წესები:

  1. მოქალაქე ვიზიტზე ელექტრონული განაცხადის მეშვეობით უნდა ჩაეწეროს წინასწარ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.geoconsul.gov.ge
  2. მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);
  3. მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან);
  4. მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;
  5. მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში უნდა გამოცხადდეს დამცავი პირბადითა და ხელთათმანებით;
  6. მოქალქე ვალდებულია საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;
  7. მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას;
  8. ოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურება განხორციელდება, მხოლოდ დისტანციურად.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტოვებს უფლებას, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, გააგრძელოს დადგენილი შეზღუდვების მოქმედების პერიოდი.


 

საკონსულო მომსახურებები

საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს შექმნილი აქვს სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.

ვებ-გვერდი შეიცავს ინფორმაციას საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია რიგი საკონსულო მომსახურებების დისტანციური მიღება. ეს დაზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებს. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის პროცესში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ინსტრუქციით ან/და ვიდეო დახმარებით, რომელიც დეტალურად განმარტავს რეგისტრაციისას გასავლელ თითოეულ ეტაპს.

ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:

  • გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ. 
  • დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად.
  • მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ.
  • სარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი.
  • დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.
  • საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ.
  • მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია. 

საკონსულო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე